//-->

ტელეკომპანია რიონი » ,,თავისუფალი საქართველო”

 
 
 

,,თავისუფალი საქართველო”

3-02-2012, 11:33

დღეს პოლიტიკურმა პარტიამ ,,თავისუფალი საქართველო” სპეციალური მიმართვა გაავრცელა და ქუთაისში მოქმედ პოლიტიკურ ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ მოძრაობებს ქალაქის პრობლემების გადასაჭრელად გაერთიანებისკენ მოუწოდა. გოგი წულაიას განცხადებით გაერთიანება კოალიციის შექმნას არ გულისმობს. ისინი ქალაქის ხელისუფლებაზე ზეწოლის მოხდენას ეცდებიან. ,,თავისუფალი საქართველო” თანამშრომლობას მმართველი ძალის გარდა ყველა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან აპირებს. მიმართვა პარტიებს დღესვე დაეგზავნათ და ახლა გოგი წულაია მათ პასუხს ელოდება.