შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზრდული პრიორიტეტები 23.02.24
24.02.2024
უკან დაბრუნება
 
„ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა"

პროექტი ხორციელდება  განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის"  ფარგლებში  - ტელე-რადიო კომპანია „რიონის" ეთერში გავიდა გადაცემა „ახალგაზრდული პრიორიტეტები". 
მოწვეულმა სტუმრებმა - თამარ ფაჩულიამ (საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი),გია მოშიაშვილმა   (ფსიქოტერაპევტი),  ქრისტინე ჩიხლაძემ (RICDOG – ის გენერალური მდივნის  მოადგილე)  -  ისაუბრეს  თემის „ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა" შესახებ.
 მოწვეული სტუმრების მიერ აღინიშნა, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და  პრევენციული ზომების მისაღებად საჭიროა საზოგადოების, ახალგაზრდების ინფორმირებულება. ასევე, ეფექტური და კომპეტენტური რჩევები. გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის ხელშეწყობა გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესს, რომელიც ადამიანებს აწვდის ინფორმაციას და ეხმარება ჯანსაღი ქცევების ფორმირებაში.  ჯანმრთელობის ხელშემწყობი სტრატეგიების განხორციელებისას მნიშვნელოვანიას თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული პრევენციული ჩარევების დანერგვა.
გადაცემის მონაწილეებმა, ასევე გამოკითხულმა რესპოდენტებმა, ხაზი გაუსვეს რომ მოზარდებში მაღალია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი, ასევე პრობლემურია არალეგალური ნარკოტიკების მოხმარება. ხშირ შემთხვევაში ახალგაზრდებს არ აქვთ ინფორმაცია ,როგორც თავიანთი უფლებების, ასევე მოვალეობების შესახებ. ნაკლებად ინფორმირებულები არიან თუ რას ითვალისწინებს კანონი მისი დარღვევის  შემთხვევაში.რაც ხელს უწყობს დანაშაულის ზრდას.
ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ადრეული ქორწინებისა და მოზარდთა ორსულობის შესახებ მნიშვნელოვანია.
დარგობრივი სპეციალისტების მიერ ადრეულ ასაკში მიწოდებული ინფორმაცია მოახდენს პრობლემების პრევენციას. როგორიცაა ახალგაზრდების მიმართ ყველა ფორმის ძალადობა და დისკრიმინაცია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა.ნიშანდობლივია,  რომ დროის სწორად ორგანიზებას დიდი როლი აქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და შემეცნებითი განვითარებისთვის.
გადაცემის ბოლოს მონაწილებიის მიერ აღინიშნა, რომ აუცილებელია განათლების დონის ამაღლება,ინფორმურებულობა არსებულ პრობლემებზე.  აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ პროგრამებისა და ახალგაზრდებზე მორგებული სერვისების მრავალფეროვნების ზრდა, კულტურული დაწესებულებების, ასევე თვითშემოქმედების შესაძლებლობების შექმნა და მათზე ხელმისწავდომობის გაუმჯობესება.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი.
გადაცემათა ციკლი  შექმნილია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია ანგარიშვალდებული
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის  ფარგლებში.  მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "მედიაჰოლდინგი ფაქტორი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.