შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში რესპუბლიკური პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა
16.11.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისში რესპუბლიკური პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა, ნატო ქათამაძის შემდეგ რესპუბლიკელებს საკრებულოს წევრი რობიზონ წინწკალაძე გაემიჯნა.როგორც თავად აცხადებს მან პარტია მას შემდეგ დატოვა რაც რესპუბლიკელების თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო.რობიზონ წინწკალაძე პოლიტიკურ საქმიანობას საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს,როგორც თავად ამბობს იგი რესპუბლიკურ პარტიაში 2009 წლიდან იმყოფება და მომავალში შესაძლოა დავით უსუფაშვილის გვერდით იხილოს საზოგადოებამ.