შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაიამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიროტიაზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა
18.11.2016
უკან დაბრუნება
თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა - გოგი წულაიამ ამჯერად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიროტიაზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. წულაიას თქმით აღნიშნულ ტერიტორიაზე პროკურატურის თანამშრომლებისთვის ბინა შენდება, რაც უნივერსიტეტთან ერთად იქ მცხოვრებ მოსახლეობასაც ხელს შეუშლის. უნივერსიტეტს მშენებლობის დაწყებამ მხოლოდ ღობე დაუზიანა, რომლის შესაკეთებლად ადმინისტრაციამ მიწის მფლობელს წერილობით მიმართა, ხოლო აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ ქონება კერძო საკუთრებაა და პროექტის შესწავლა მიმდინარეობს.