შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ - ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
18.11.2016
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტ - ,,სტურუას შექსპირის სამყარო“ს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტი გასული წლის მარტში - რუსთაველის თეატრის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შექსპირის კვლევის ცენტრისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით განხორციელდა. ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ინგლისური ენის სპეციალობის სტუდენტებმა რიჩარდ მე-3ის, მეფე ლირის, მე-12 ღამისა და ჰამლეტის ფირზე აღბეჭდილი ვერსიები ნახეს. პროექტის დასრულების შემდეგ სტურუას შექსპირის სამყაროს შესახებ მონაწილეებმა ესეები დაწერეს.