შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა სტიქიისგან დაზიანებული ადგილები დაათვალიერა
21.11.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა სტიქიისგან დაზიანებული ადგილები დაათვალიერა, შოთა მურღულიამ ის ადგილები მოინახულა, სადაც ძლიერი ქარის გამო პრობლემები შეექმნა ადგილობრივ მოსახლეობას. მელიქიშვილის ქუჩაზე სტიქიამ საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა, ასევე წაქცეულია რამდენიმე ხე. შოთა მურღულიას განცხადებით შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მოქმედებს ცხელი ხაზი. ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს. დაზარალებულ მოსახლეობას ქუთაისის მერია შესაბამისად დაეხმარება.