შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ძლიერი ქარის გამო წყალტუბოში, სამტრედიაში, ბაღდათსა და თერჯოლაში რიგი დაზიანებებია
22.11.2016
უკან დაბრუნება
ძლიერი ქარის გამო წყალტუბოში, სამტრედიაში, ბაღდათსა და თერჯოლაში რიგი დაზიანებებია. იმერეთის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სახურავი გადახადა რამდენიმე ობიექტს, ზოგიერთ სოფელში გათიშულია ელექტოენერგია და რამდენიმე სათბურია დანგრეული. სამტრედიაში ძლიერმა ქარმა მრავალსართულიან კორპუსებს გადახადა სახურავები, ასევე, ერთი ბაღის შენობის სახურავი არის ნაწილობრივ დაზიანებული და მოთხრილია ხეები. თერჯოლაში ყოფილი რიტუალების სახლს დაუზიანდა სახურავი. ხოლო ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში ხე წაიქცა ცენტრალურ გზაზე, დაზიანებულია 10 სათბური, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ყველა ობიექტზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და სამუშაოები ხორციელდება. ასევე, შექმნილია სპეციალური კომისიები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილია ჯგუფი, რომელიც მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტიდან საათობრივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია.