შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა
01.12.2016
უკან დაბრუნება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენით „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.პროექტის თანახმად, დაკონკრეტდა დეფინიცია, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხანდაზმულობა არ გამოიყენება კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ, კერძოდ, მუხლების, რომლებიც ითვალისწინებს წამებას, წამების მუქარას და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას. ახლებურად განისაზღვრა ძალადობის მუხლი.