შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ზესტაფონში შეხვედრა გაიმართა
16.12.2016
უკან დაბრუნება
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით ზესტაფონში შეხვედრა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა რეგიონში ტურისტული კუთხით არსებული მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები. ასევე, იმსჯელეს მომავალში განსახორციელებელ პროექტებზე, რომელიც ტურისტების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და აღნიშნული მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი ესწრებოდა.