შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ წელს სხვადასხვა ობიექტს სტუმრობდნენ
03.01.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ახალ წელს ტრადიციულად სხვადასხვა ობიექტზე შეხვდნენ. ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, იმერეთის ვიცე–გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ახალი წლის ღამეს იმ ორგანიზაციებსა და სამსახურებს სტუმრობდნენ, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. ხელისუფლების წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, საპატრულო პოლიციაში და სამაშველო სამსახურში მივიდნენ და მათ ახალი წლის დადგომა მიულოცეს.