შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
06.01.2017
უკან დაბრუნება
მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეთათვის 40–დღიანი მარხვა სრულდება. ორი კვირის განმავლობაში, ნათლისღებამდე მსგეფსი იქნება. სახარების მიხედვით, იესო ქრისტე, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. იესო ქრისტეს შობა მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. ქრისტეს შობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთი უდიდესია.