შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მაკდონალდსის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დაადგენს
16.01.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დაადგენს,თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ რომ მოედანზე არსებული კიბის ნაწილი დარჩება და ის ტერიტორია რომელზეც რესტორანი „თოლია“ იყო განთავსებული ქუთაის გაენათის ეპარქიას ეკლესიის ასაშენებლად იმ შემთხვევაში გადაეცემა თუ გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო მიიღებს. მაკდონალდსის წარმომადგენლებმა აღნიშნული ტერიტორია გასულ წელს შეიძინა.რაც შეეხება ქალაქის მთავარ საათს მას ადგილმდებარეობას შეუცვლიან.