შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ორ საბავშვო ბაღში, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა
30.01.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის ორ საბავშვო ბაღში, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა. მერიის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ #24-ე და #35-ე ფილიალებში აღსაზრდელები უამინდობის მიზეზით არ გამოცხადდნენ. გაერთიანების ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქალაქის საბავშვო ბაღების სხვა ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მათივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან სასწავლო პროცესის შეფერხების მიზეზი არ არსებობს.