შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
31.01.2017
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე დიდთოვლობის გამო შექმნილ შეფერხებებს მუნიციპალიტეტებში დღეს პირადად გაეცნო. დილიდან იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.რაიონებში მობილიზებულია სპეცტექნიკა და ეტაპობრივად იწმინდება როგორც ქალაქის ტერიტორია ასევე სოფლებთან დამაკავშირებელი გზები, უხვი ნალექის გამო შეფერხებები იყო რამდენიმე მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარმა 80 სანტიმეტრს გადააჭარბა. განსაკუთრებით დიდთოვლობა სამტრედიის, ვანის და ხონის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.