შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
01.02.2017
უკან დაბრუნება
სახელმწიფო რწმუნებულთან–გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე 2015–2017 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე, ვიცე–გუბერნატორები: მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მოადგილეები.ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს იმერეთში ტურიზმის განვითარებასა და ტურისტების მოზიდვაზე. დღესვე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა გოჩა გიორგაძემ C ჰეპატიტის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხსენება გააკეთა. ასევე, გამოთქვა მზაობა მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდეს.