შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს
02.02.2017
უკან დაბრუნება
დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს განცხადება ,,დღის ამბების“ გადამღებ ჯგუფთან ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა, როგორც ბადრი ვაშაკიძემ აღნიშნა უკლებლივ ყველა სკოლაში გათბობის სისტემები გამართულად მუშაობს, ასევე არსებობს ალტერნატიული საშუალებებიც იმისთვის, რომ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესი თბილ ოთახებში ჩაუტარდეთ.