შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალმომარაგების კომპანიას ყოფილმა თანამშრომელმა უზენაეს სასამართლოში მოუგო
02.02.2017
უკან დაბრუნება
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ქუთაისის სერვისცენტრის თანამშრომელმა ქეთევან კიკვიძემ, რომელიც კომპანიიდან მეორედ გაათავისუფლეს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტების დახმარებით სამსახურში აღდგა. კიკვიძე, რომელიც კომპანიაში 2010 წლიდან მუშაობდა, 2015 წლის 9 ოქტომბრის ბრძანებით, სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძვლით გაანთავისუფლეს. წყალმომარაგების კომპანიას დაევალა ქეთევან კიკვიძის თანამდებობაზე აღდგენა და ასევე მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან 2017 წლის 27 იანვრის ჩათვლით.