კალათბურთში საქართველოს 2016-2017 წლების თასის გათამაშების მეოთხედფინალური შეხვედრა ჩატარდა,სადაც ერთმანეთს ”ქუთაისი-2010 ” და ”ოლიმპი” დაუპირისპირდნენ,შეხვედრას ქუთაისმა უმასპინძლა.
საკუთარ მოედანზე მეტოქე გუნდი ქუთაისელმა კალათბურთელებმა დიდი უპირატესობით 71:50 დაამარცხეს და ნახევარფინალში ”რუსთავთან” თამაშის უფლება მოიპოვეს .შეიძლება ითქვას რომ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა რომელიც ქუთაისმა 17 ულის სხვაობით 43:26 მოიგო.