შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შოთა მურღულიამ ფაბრიკა „იმერის“ დირექტორის მოადგილე ცისანა სანოძე დააჯილდოვა
28.02.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ფაბრიკა „იმერში“, ამავე საწარმოს დირექტორის მოადგილე ცისანა სანოძე დააჯილდოვა. ცისანა სანოძეს ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ცისანა სანოძე ფაბრიკა „იმერში“ 54 წელია მუშაობს. ამასთან ის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული და გასულ წლებში სხვა და სახვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა.