შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარები გაკეთდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში
02.03.2017
უკან დაბრუნება
ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარები გაკეთდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამოძიება გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს და კომუნიკაციის საშუალება საქმის ორივე მხარეს უნდა მიეცეს, რადგან გამოირიცხოს ბრალდებულზე ზეწოლის შესაძლო ფაქტები. მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ რომ საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.