შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა სისხლი გაიღეს
23.03.2017
უკან დაბრუნება
საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა სისხლი გაიღეს. აქციაში ”გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე” პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობა აპარატის თანამშრომლებმაც მიიღეს. აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკში გაიგზავნება და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს მოხმარდება.