შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოციალურ საკითხთა სამსახურმა სოციალურად დაუცველთათვის სააღდგომო ნობათის გაცემა დღეს დაიწყო
10.04.2017
უკან დაბრუნება
სოციალურ საკითხთა სამსახურმა სოციალურად დაუცველთათვის სააღდგომო ნობათის გაცემა დღეს დაიწყო.ქალაქის მასშტაბით სულ 2 ათას 786 ნობათი გაიცემა და პროცესი 4 დღეს გასტანს. ბენეფიციარები პროდუქტის აღებას შესაბამისი საბუთის წარდგენის შემთხვევაში, ხუთშაბათის ჩათვლით შეძლებენ. ერთი ნობათის ღირებულება 28 ლარს და 70 თეთრს შეადგენს.სააღდგომო სოციალური აქცია კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79 ათას 958 ლარით დაფინანსდება.