შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილ ქუთაისელებს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები“ გადასცა
13.04.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილ ქუთაისელებს მერი ფაჩუაშვილს, ნანული კაკაურიძეს, ქეთევან უკლებას და მერაბ გრიგოლაშვილს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელები“ გადასცა. შოთა მურღულიამ მათ მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის , რომელიც ქუთაისის განვითარებაში მიუძღვით სხვადასხვა წლებში. მერი ფაჩუაშვილი ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელით, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობის, ახალგაზრდა თაობების აღზრდის, სამაგალითო ზნეობისა და ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა. ნანული კაკაურიძე ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდისა და ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის . ქეთევან უკლება, ნაყოფიერი სამეურნეო საქმიანობისა და ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი აქტიური წვლილისათვის. მერაბ გრიგოლაშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და დაბადებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად.