შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„სუფთად ევროპისკენ“ დასუფთავების აქციას ამ სახელწოდებით ქუთაისიც შეუერთდა
21.04.2017
უკან დაბრუნება
„სუფთად ევროპისკენ“ დასუფთავების აქციას ამ სახელწოდებით ქუთაისიც შეუერთდა.კვირეული გარემოსდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება და დღეს მასში ქუთაისის მერია და საკრებულოც ჩაერთო, უწყების თანამშრომლები ჭავჭავაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ადგილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს. როგორც ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა დასუფთავების აქცია, რეგულარულ ხასიათს მიიღებს, რომლის ფარგლებშიც ნარჩენებისგან ქალაქის სხვა ტერიტორიებიც დასუფთავდება.