შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24 დან 30 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა
28.04.2017
უკან დაბრუნება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2017 წლის 24 დან 30 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. დღეს საინფორმაციო შეხვედრას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2005 წლიდან. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. წლების მანძილზე საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროპის იმუნიზაციის კვირეულში. დღეს იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი.