შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდა
28.04.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ელექტრონულ მმართველობაზე გადავიდა. სერვისი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ყველა დოკუმენტაცია, რაც არქიტექტურის სფეროს ეხება ელექტრონულად და სახლიდან გაუსვლელად ატვირთონ. სისტემაში ატვირთული პროექტი ინტერნეტსივრცეში საჯარო იქნება. მოქალაქეებისთვის ელექტრონული მომსახურეობის ახალი სერვისის შეთავაზება მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოხდა.