შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა
28.04.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის ფრენბურთელთა გუნდმა საქართველოს 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა. თამაში უმაღლეს ლიგაში მიმდინარეობდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ფრენბურთში ქუთაისის გუნდმა უმაღლეს ლიგაში გაიმარჯვა. სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მერიის თეთრ დარბაზში მიიღეს და გამარჯვება მიულოცეს. შეხვედრას ასევე, ფედერაციის პრეზიდენტი კახი დვალიშვილი დაესწრო.