შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციაში წინასაარჩევნო სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10.05.2017
უკან დაბრუნება
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციაში წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. პარტიის თავმჯდომარის, კახა კუკავას თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც არც "ქართულ ოცნებასთან" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეკრული არაა, "თავისუფალი საქართველოა". მისი თქმით, ქუთაისში მათ გამარჯვების დიდი შესაძლებლობა აქვთ. "თვითმმართველობის არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება წინაპირობები დღეს მოქმედი ხელისუფლების შეცვლისთვის", - ამბობს კახა კუკავა. შეხვედრას პარტიის ქუთაისის, იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.