შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გოგი წულაია ბადრი ვაშაკიძეს მეორე საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული შენობის არასათანადოდ გამოყენებაში ადანაშაულებს
29.05.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ბადრი ვაშაკიძეს მეორე საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული შენობის არასათანადოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია აცხადებს, ნაგებობა სადაც თვეების წინ რესურსცენტრი იყო განთავსებული უპატრონოდაა მიტოვებული მაშინ როდესაც ადგილზე სწავლის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. ბრალდებებს ბადრი ვაშაკიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ შენობა კეთილმოწყობილი არ არის, დაკითხის შესახებ კი განათლების სამინისტრო ინფორმირებულია.