შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30.05.2017
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტი და სააგენტო მუდმივად განავითარებენ კონტაქტებს განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. მხარეები რეგულარულად გამართავენ კონსულტაციებს ასევე მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამეცნიერო კვლევითი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციებში და სამეცნიერო ტექნოლოგიურ პროგრამებში.