შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მაისურაძის ქუჩაზე გზა დაიტბორა
30.05.2017
უკან დაბრუნება
მაისურაძის ქუჩაზე გზა დაიტბორა.მოსახლეობის მტკიცებით გუშინ დაგეგმილი გზის საფარის ქვეშ წყლის მილები დაზიანდა. მათივე თქმით, სამუშაოების შესრულებამდე წყლის მილები სათანადოდ არ იყო შემოწმებული, რის გამოც მოსახლეობას მეორე დღეა წყალი არ მიეწოდება. როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორმა ირაკლი ტურძელაძემ განაცხადა, აღნიშნულ სამუშაოებს თუქრქული ფირმა აწარმოებდა. ამჟამად, მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მაისურაძის ქუჩაზე არსებული პრობლემა აღმოიფხვრება.