შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინის ქალაქ ლვოვიდან, რამდენიმე დღეა ქუთაისში სტუმრები იმყოფებიან
16.06.2017
უკან დაბრუნება
უკრაინის ქალაქ ლვოვიდან, რამდენიმე დღეა ქუთაისში სტუმრები იმყოფებიან.ისინი დღეს ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის" წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ. სტუმრებმა შოთა მურღულიას ლვოვის ქალაქის მერის ანდრეი სადოვისგან გამოგზავნილი წერილი და საჩუქრები გადასცეს. სკოლა პროგრესსა და ლვოვის ვასილ სიმონენკოს საგანმანათლებლო გიმნაზიას შორის გაცვლითი პროგრამები მოქმედებს. ოქტომბერში, უკრაინაში ქართულ-ამერიკული სკოლა ,,პროგრესის" მოსწავლეები მიემგზავრებიან. ქუთაისი და ლვოვი დამეგობრებული ქალაქები არიან.