შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“-ი დასრულებულია
19.06.2017
უკან დაბრუნება
„მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2017“-ი დასრულებულია. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მონაწილეები მერიის სხდომათა დარბაზში მიიღო. ქალაქის მერმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები სიგელებით და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა. ქუთაისის მასშტაბით მოსწავლეთა მონაწილეობით ოლიმპიადა ქართულ ხალხურ ცეკვაში, ხალხურ სიმღერაში, ესტრადაში, ზეპირსიტყვიერებასა და სახვითი ხელოვნების ჟანრებში ჩატარდა. .ოლიმპიადაში მონაწილეობდა 24 სკოლა და გენერალ გ.კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის დასკვნითი ტურის გამარჯვებულები ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრები დედაქალაქიდან სპეციალურად მოიწვიეს. „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა“ მომავალ წელსაც გაიმართება.