შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აგროლეინი“ გაიხსნა
30.06.2017
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აგროლეინი“ გაიხსნა.ახლადგახსნილი საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,ვიცე-გუბერნატორმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მოინახულეს და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.ხილის გადამამუშავებელი საწარმო „აგროლეინი“ ლურჯი მოცვისა და ჟოლოს გადაამუშავებას ახდენს.საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული .კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს.პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე,ასევე გადის ექსპორტზე.