//-->

ტელეკომპანია რიონი » ახალი ამბები » კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი

 
 
 

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი

24-01-2012, 20:39

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი დღეს ქუთაისში რამდენიმე ობიექტს ესტუმრა.ნიკოლოზ რურუამ პირველად ბაგრატის ტაძრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია პარიზში გამართულ იუნესკოს 35-ე სხდომაზე განიხილეს და დადებითად შეაფასეს. სახელმწიფოს დაფინანსებით ტაძრის გეოლოგიური და კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა ჩატარდა. სარემონტო სამუშაოები 2009 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.