ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში 54 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ლამზირა ჩალაძე აივ ინფიცირებული იყო და წლების განმავლობაში მკურნალობდა. ბოლო ორი კვირის მანძილზე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა. ლამზირა ჩალაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად შიდსის ვირუსით 10 წლის წინ დაინფიცირდა, როდესაც ქუთაისის სისხლის ბანკიდან მზა სისხლი შეიძინა. ლამზირა ჩალაძემ ქუთაისის სისხლის ბანკს სასამართლოში უჩივლა. დავა ლამზირა ჩალაძის სასარგებლოდ 3 წლის წინ დასრულდა და კომპენსაციის სახით 20 ათასი ლარი მიიღო. თუმცა ქალბატონის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი აივ ინფექცია არ იყო. გარდაცვლილს დაბალი იმუნიტეტი და ღვიძლის უკმარისობა დაუდგინდა.





