ქუთაისის თვითმმართველობის 50 თანამშრომელს დღეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენათა ცენტრის ხელმძღვანელობამ სერთიფიკატები გადასცა. ადგილობრივი თვითმმართველობა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივად ახორციელებს პროექტს, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ უცხო ენათა ცენტრში შეისწავლონ. გადამზადების პირველი კურსი მსურველებმა წარმატებით გაიარეს. უნივერისტეტთან არსებულ ენათა ცენტრში მსურველები მეორე ეტაპს მიმდინარე ოთხი თვის განმავლობაში გაივლიან.





