2011 წლის 27 დეკემბერს ძალაში შევიდა კანონი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზე 218-ე მუხლის თანახმად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც სასჯელს დიდი ოდენობით გადასახადების თავის არიდების გამო იხდიან. დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 4 წლიანი საპატიმრო მსჯავრისაგან გაათავისუფლა 2 პირი რომელთაან პირველის 48725 ლარის, ხოლო მეორეს 40204 ლარის გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.





