გავრცელებული ინფორმაციით ამინდის გაუარესებასთან ერთად ქუთაისში ძლიერ ქარს ვარაუდობენ. თუმცა ამ დროისთვის ქალაქში სტიქიის ნიშნები არ იგრძნობა. იმერეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ქარშხლის შემთხვევაში მოსახლეობის დასახმარებლად სრულ მზადყოფნაშია. უხვი ნალექის მიუხედავად იმერეთში გზებზე გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. იქმინდება გზები და იყრება ტექნიკური მარილი.





