დღეს დავითობა ქუთაისშიც აღნიშნეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღე დავით აღმაშენებლის ძეგლის პატივგებით დაიწყო. დავითა აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში ელგუჯა ამაშუკელის ავტორობით 1996 წელს ცენტრალურ მოედანზე დაარსდა, 2011 წელს კი ქუთაისელთა მოთხოვნით ძეგლის ადგილ-მდებარეობა შეიცვალა და იგი ამჟამად დავით აღმაშენებლის გამზირს ამშვენებს. დღევანდელ ღონისძიებას ხელისუფლებასთან ერთად ჩოხოსნებიც ესწრებოდნენ.





