დღეს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” იმერეთის რეგიონის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. პრეზიდენტის ვიზიტი სხვადასხვა რეგიონებში და ახალი ობიექტების გახსნა, ყველაფერი წინასაარჩევნო პიარის შემადგენელი ნაწილია და ქვეყანას იგი ძალიან ძვისი უჯდება აცხადებენ პარტიაში. თავისუფალი საქრთველოს აღმაშენებლის გამზირზე პალმების ხეივანში დაწყებულ ხელახალ სამუშაოებს, საციგურაო მოედნის ზესტაფონის რაიონისათვის გადაცემას, ეგვიპტელების მიერ გახსნილ საწარმოში დასაქმებული ადამიანების რიცხვის შემცირებას, მეტალურგიული ქარხანა ,,ჰერკულესის” დროებით გაჩერებას და ხელისუფლების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა ქმედებებს აპროტესტებენ.





