ქონექთმაქუთაისში პირველი თვითმომსახურების სადგური გახსნა - ორი თვის განმავლობაში სპეციალური ფასით
ქონექთი ავტოგასამართი სადგურების ქსელს აქტიურად აფართოებს. კომპანიამ ქუთაისში მეხუთე სადგური გახსნა, რომელიც ქალაქში ქონექთის პირველი თვითმომსახურების ობიექტია. ქსელი საქართველოს მასშტაბით უკვე 170-მდე სადგურს აერთიანებს.
გახსნასთან დაკავშირებით, ახალ სადგურზე ორი თვის განმავლობაში სპეციალური ფასი იმოქმედებს -მომხმარებელი თითოეულ ლიტრ საწვავს ქონექთის თვითმომსახურების სტანდარტულ ფასთან შედარებით 10 თეთრით ნაკლებად შეიძენს.

ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ორახელაშვილის ქ. # 14
ახალ სადგურზე მომხმარებელს შეუძლია თავად გადაიხადოს თანხა და ჩაასხას საწვავი. თვითმომსახურების ფორმატი სტანდარტულ მომსახურებასთან შედარებით დაბალ ფასს სთავაზობს, ხოლო გადახდისა და ჩასხმის პროცესს თავად მომხმარებელი მართავს.
ქუთაისის ახალ სადგურზე, EURO 5 ის სტანდარტული ხაზის საწვავთან ერთად, ხელმისაწვდომია ქონექთის X-Power-ისსაწვავის ხაზიც, საერთო ჯამში თვითმომსახურების ახალ სადგურზე 5 პროდუქტი იქნება ხელმისაწვდომი:
- X-Power სუპერ 98
- X-Power პრემიუმ 95
- ევრო რეგულარი
- X-Power ევრო დიზელი
- ევრო დიზელი
ევროპიდან მოწოდებული, EURO 5 სტანდარტის X-Power საწვავი ხელს უწყობს საწვავის სისტემის სისუფთავის შენარჩუნებასა და კოროზიისგან დაცვას, რაც სისტემის გამართულ მუშაობას ემსახურება.
ქსელის გაფართოებით ქონექთი მომხმარებელთან უფრო ახლოს მიდის და საწვავს ყოველდღიურ მარშრუტებზე უფრო ხელმისაწვდომს ხდის. ქუთაისში ახალი ობიექტის გახსნა ამ განვითარების ნაწილია და ადგილობრივ მძღოლებს სარგებლობის კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს -მათთვის მოსახერხებელ ადგილას, თვითმომსახურების ფორმატითა და ხელსაყრელი ფასით.
მისამართი: ქუთაისი, ავტოქარხნის დასახლება, ორახელაშვილის ქ. # 14

